|
2020-07-03 17:09:56, 2899 ნახვა
საზოგადოება
„ევროპული საქართველო“ მთავრობას კარგი ეპიდსიტუაციის ქვეყნებთან ფრენების დაუყოვნებლივ აღდგენისკენ მოუწოდებს
„ევროპული საქართველო“ მთავრობას კარგი ეპიდსიტუაციის ქვეყნებთან ფრენების დაუყოვნებლივ აღდგენისკენ მოუწოდებს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კანდელაკმა განაცხადა, თუ რეგულარული ფრენები არ აღდგება შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის სექტორიდან შემომავალი სამი მილიარდი დოლარი სრულიად დაიკარგოს. „საზოგადოებისთვის ცნობილია რომ საქართველოს მთავრობის დაპირების მიუხედავად რეგულარული ფრენების პირველი ივლისიდან არგანახლების გამო ჩვენი ქვეყნის ტურიზმისთვის უმნიშვნელოვანესმა ავიაკომპანია „ვიზ ეარმა“ ქუთაისში საკუთარი ბაზა დახურა და ფრნეები გაურკვეველი ვადით გააუქმა. დღეს, „ვიზ ეარმა“ ახალი ბაზა გახსნა უკრაინის ქალაქ ლვოვში. ჩვენთვის ცნობილია რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას რომ რეგულარული ფრენები ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთანაც კი სადაც კარგი ეპიდსიტუაციაა არ აღდგეს არც აგვისტოში და არც სექტემბერში. იმ შემთხვევაში თუ მთავრობა მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას და რეგულარული ფრენები არ აღდგება დაუყოვნებლივ, სრულიად შესაძლებელია რომ სამი მილიარდი დოლარი რომელიც ჩვენს ეკონომიკაში ტურიზმიდან შემოდის და რომელზეც ათეულ ათასობით სამუშაო ადგილია სრულიად დაიკარგოს. საზოგადოებას შევახსენებთ რომ მგზავთა რაოდენობით ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოში პირველ ადგილზეა. ქუთაისის აეროპორტმა კი - მიუხედავად იმისა რომ გეგმიური ორი მილიონი მგზავრიდან ჯერ კიდევ შორსაა - 800 ათასზე მეტი მგზავრი გაატარა. ამ ზიანის შესამცირებლად კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას დაუყოვნებლივ აღადგინოს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთან სადაც ეპიდსიტუაცია შეფასებულია როგორც კარგი - მაგალითად ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, დანიასთან და ა.შ.“, - აღნიშნავენ პარტიაში.
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)