|
2020-07-02 18:37:48, 3809 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთში, საკონსტიტუციო ცვლილებების გამო გამართულ სამშვიდობო აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტები სცემა და დააკავა
კრემლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამართულ სამშვიდობო აქციაზე, 8 ახალგაზრდა დააპატიმრეს, რომლებმაც მოედანზე საკუთარი სხეულებით რიცხვი 2036 გამოსახეს, რაც პუტინის საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში მისი ხელისუფლებაში დარჩენის წელს აღნიშნავს. "ჩვენ არანაირი კრიზისიდან არ გამოვსულვართ, ჩვენთან სულ კრიზისია. ჩვენ არანაირ ეკონომიკურ ზრდას არ განვიცდით, მეტიც პირიქით, ეკონომიკურ ვარდნას. თუ პუტინი ხელისუფლებაში დარჩება ეს რუსეთის სრული დეგრადაცია იქნება", - განაცხადა დემონსტრანტმა, ვიქტორ კოტოვმა. მან ასევე განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებმა წითელ მოედანზე სულ 4 წუთის განმავლობაში მოახერხეს გაჩერება "3 წუთის განმავლობაში, პოლიციამ არ იცოდა რა ექნა. დაგვაკავეს და გვცემეს", - განაცხადა ვიქტორმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. დეპუტატის თქმით, რომელიც აქციაში მონაწილეობას იღებდა, განყოფილებაში მისვლისთანავე, მას ყელში სწვდნენ, თავში სკამი ჩაარტყეს და იატაკზე დააგდეს, მაშინ როდესაც მათ უარი უთხრეს დემონსტრაციაზე მიტანილი, საკუთარი ბორკილების მიცემაზე. შეგახსენებთ, 25 ივნისს რუსეთში გაიმართა ხმის მიცემა, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, არსებული მანდატის დასრულებისას ვლადიმერ პუტინს შეეძლება კიდევ ორჯერ იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში.
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)