|
2020-07-01 19:09:25, 4196 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - მოხარულები ვართ, რომ საქართველომ მიაღწია პროგრესს - ეს იყო პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკებების შედეგი
„მოხარულები ვართ, რომ საქართველომ მიაღწია პროგრესს - ეს იყო პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკებების შედეგი“ , - ამის შესახებ ვიდეო კონფერენციის დროს აშშ-ს სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დემოკრატია ძლიერი ეკონომიკისა და კეთილდღეობის გასაღები გახდება. "ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიის განვითარებას. გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატია არის გასაღები ძლიერი ეკონომიკისა და კეთილდღეობის მიღწევისთვის. ეს წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ველოდებით საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენ მოხარულები ვართ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით. ეს იყო პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკებების შედეგი. ასევე მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც პოლიტიზებული არ იქნება. მოხარულები ვართ, რომ საქართველომ მიაღწია პროგრესს. შეერთებული შტატები საქართველოს დემოკრატიისთვის არბიტრის როლს თამაშობს. ჩვენ დიდ ინვესტიციას ვდებთ საქართველოს მომავლისთვის. საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში შეერთებული შტატები სხვა პოლიტიკურ აქტორებთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ხანდახან დემოკრატიზაციის მშენებლობის პროცესში თავს იჩენს პოლარიზებული გარემო. ამ დროს აქტორების როლი კი დიდია“ , - განაცხადა კელი დეგნანმა.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)