|
2020-07-01 16:44:45, 2826 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის ელჩი შეშფოთებას გამოთქვამს სოფო კილაძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების გამო
გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელს, ანა აბაშიძეს შემდეგი შინაარსის წერილს უგზავნის: „ჩვენმა ჟენევის მისიამ გადმომცა თქვენი ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სახელით საქართველოს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში წარსადგენი კანდიდატის თაობაზე. ნება მიბოძეთ, გამოვხატო შეშფოთება ქართველი კანდიდატის, ქ-ნი სოფო კილაძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების თაობაზე. სამწუხაროდ, რამდენადაც ყველამ კარგად ვიცით, პირადი ხასიათის თავდასხმები ხშირი მოვლენაა პოლიტიკურ პარტიებს შორის კონკურენციის პირობებში, განსაკუთრებით კი საქართველოში, სადაც სავალალო მდგომარეობაა პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზების თვალსაზრისით. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ ამ ორგანიზაციების მიერ გაწეულ სამუშაოს შესაბამის საკითხებსა და საქმეებზე ამ დონემდე დაცემის მაგივრად. მერწმუნეთ, რომ ჩვენი მისია ჟენევაში ადეკვატურ ინფორმაციას იღებს ამ შეტყობინებიდან და ასევე სხვა საელჩოებიდან, რათა შეიქმნას საკუთარი პოზიცია ყოველ წარდგენილ კანდიდატზე. მადლობელი ვიქნები, თუკი ჩემს შენიშვნებს გადასცემთ იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ჟენევის მისიაში წარდგენილ საჩივარს", - ნათქვამია გერმანიის ელჩის გზავნილში.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)