15:31 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 22:15:54, 2116 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - გახარიას ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყანა ამაყობს - ჩემთვის ის სიის სათავეში მისაღებია

„მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყანა ამაყობს - ჩემთვის გიორგი გახარია სიის სათავეში მისაღებია“ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში შეკრების დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეკრებაზე მეტი ყურადღება მაჟორიტარებს დაეთმო და მათ მოსახლეობას უახლოეს დღეებში წარუდგენენ.

„უფრო მეტი კონსულტაცია გვქონდა მაჟორიტარებთან დაკავშირებით, იმიტო, რომ მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენას უფრო ადრე ვაპირებთ.  ანუ საზოგადოებას მათ უფრო მალე წარვუდგენთ, ვიდრე სიის ფორმირებაზე იქნება საუბარი. ნებისმიერ შემთხვევაში მამუკა მდინარაძისთვის გიორგი გახარია სიის სათავეში მისაღებია და მე ვფიქრობ, რომ ის არის ღირსეული ადამიანი, რომელმაც ბევჯერ ჩააბარა გამოცდა ქართული საზოგადოების წინაშე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ის აღმოჩნდა, ბევრისთვის გასაკვირადაც კი იმდენად კარგი კრიზის მენეჯერი, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ მიღწევებით, რაც Covid-19-თან დაკავშირებით შეგვიძლია ვისაუბროთ. ანუ აღმოჩნდა იმ მენეჯერული სისტემის სათავეში, საიდანაც მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა ჩვენზე გაცილებით ძლიერმა ბევრმა ქვეყანამ“ , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics