04:24 - 13 Jul, 2020
2020-06-30 21:01:59, 313 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაეროს მიერ შექმნილი „მიგრაციის ქსელის“ პრეზენტაციას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარე, ნინო ცაციაშვილი გაეროს მიერ შექმნილი „მიგრაციის ქსელის“ ონლაინ პრეზენტაციას დაესწრო.

„მიგრაციის ქსელი“ უზრუნველყოფს გაეროს სტრუქტურული ერთეულების (RCO, IOM, UNHCR, UNICEF, UN WOMEN, UNDP, ILO, UNFPA და სხვა) კოორდინირებულ საქმიანობას და ერთიან კომუნიკაციას შესაბამის სტრუქტურებთან.

აღნიშნული ქსელის მიზანია მიგრაციის სფეროში განხორციელებულ საქმიანობასა და სიახლეებზე მის წევრებს შორის ინფორმაციის მუდმივი გაცვლა, თანამშრომლობის გაღრმავება მიგრაციის კომისიასთან, საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე, საქართველოს მთავრობის ეფექტიანი მხარდაჭერა მიგრაციის სტრატეგიის განხორციელებაში და სხვ. ქსელის კოორდინატორია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).

ონლაინ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში - საბინა მახლი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარე - ნინო ცაციაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე და სხვები.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს მიგრაციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გავრილოვის ღამიდან 1 წლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე აქცია იმართება












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics