15:35 - 06 Jul, 2020
2020-06-30 13:32:31, 336 ნახვა

პაატა იმნაძე - ნაკლები სახელმწიფო შეზღუდვები, მეტი თვითშეგნება

ნაკლები სახელმწიფო შეზღუდვები, მეტი თვითშეგნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ახლა ვირუსი მეტ-ნაკლებად ნაცნობია, შესაბამისად, მეორე ტალღის მოახლოვების შემთხვევაში, შეზღუდვები იქნება ნაკლები.

„როდესაც საერთოდ არაფერი არ ვიცოდით ამ ვირუსზე, ჩვენი პირველი რჩევა იყო ის, რომ მაქსიმალურად შეგვეზღუდა ადამიანების მობილობა, რათა დაავადებისთვის არ მიგვეცა გავრელების შანსი. მე მგონი, მოვახერხეთ ეს. ახლა დადგა ის ეტაპი, როდესაც მეტ-ნაკლებად ამ ვირუსს ვიცნობთ, მაგრამ უკვე ვიცით როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა. ამიტომ დღეს რჩება ერთი, ნაკლები სახელმწიფო შეზღუდვები, მეტი თვითშეგნება. არ გვინდა, რომ ვირუსი იყოს ფართოდ გავრცელებული? დავიცვათ ელემენტარული წესები, თუ არ დავიცავთ ვირუსი ისევ გავრცელდება, კი შეზღუდვები ამას ნალები მოჰყვება, მაგრამ სასიამოვნო არ იქნება ათასობით ჩვენი მოქალაქე რომ იქნება ჰოსპიტალიზებული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გავრილოვის ღამიდან 1 წლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე აქცია იმართება












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics