20:48 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-31 16:42:57, 614 ნახვა

საზოგადოება
„მაგთიკომის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“ საოპერაციო აქტივების შეძენის განაცხადის თობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისია შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის განაცხადის თობაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

საქმე ეხება შპს „კავკასუს ონლაინის“ ყველა იმ აქტივს, რომელსაც კომპანია საკუთარი აბონენტებისთვის  მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების   მისაწოდებლად იყენებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისთვის განისაზღვრა სამთვიანი ვადა. კომისია შპს „მაგთიკომის“  მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის შემთხვევაში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენას შეისწავლის.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა 2015 წლის 5 ნოემბერს 16:00 საათზე გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics