|
2020-06-26 22:45:51, 2054 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - როდესაც მაკო გომურს ეუბნები, რომ მეორეხარისხოვანია - ეს საზოგადოების შეურაცხყოფაა
"როდესაც მაკო გომურს ეუბნები, რომ მეორეხარისხოვანია - ეს საზოგადოების შეურაცხყოფაა" , - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პრემიერისგან 20 ივნისის თემის იგნორირებას ელოდა „ველოდი 20 ივნისის თემის დაიგნორებას იმიტომ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში მისი პოზიცია 20 ივნისთან დაკავშირებით არის ან ტყუილი, ან შეტევაზე გადასვლა საზოგადოების მიმართ. როდესაც შენ მაკო გომურს ან კობე ლეთოდიანს, ან გიორგი სულაშვილს ეუბნები, რომ ჩემთვის მეორეხარისხოვანი დამიზნებით ვინ ისროლა, ეს უკვე ცდება პოლიტიკურ დებატს, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა. გახარიამ შეძლო 20 ივნისის მერე გამხდარიყო პრემიერ მინისტრი, შეძლო ასეთი რაღაც გიკავშირდებოდეს და შენ უტიფრად დაწინაურდე. ჩემი კითხვა მის მიმართ რიტორიკული იყო, უბრალოდ მაინტერესებს რად უნდა გიღირდეს ადამიანს, რომ ამ ყველაფრის ხარჯზე ბიძინა ივანიშვილს ემსახურებოდე. ნამდვილად გასაკვირია“, - განაცხადა ხოშტარიამ.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)