2015-08-31 11:06:25, 539 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა მარტვილსა და საგარეჯოში „ქართული ოცნების“ კანდიდატები წარადგინა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოსა და მარტვილში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატები წარადგინა.
როგორც პრემიერმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში განაცხადა, საგარეჯოში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება თამარ ხიდაშელი. მარტვილში კი, სოსო დანელია.
ცნობისთვის, საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. აღნიშნული ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი, თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან