17:34 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 16:49:16, 1739 ნახვა

პოლიტიკა
ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოდან წიგნები გაიგზავნება

ავღანეთში „წიგნის კუთხის“ შესავსებად სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკისგან წიგნები გადაეცათ. ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოყოფილი მხატვრული, ისტორიულ-დოკუმენტური და სამეცნიერო ლიტერატურის გადაცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. ავღანეთში მყოფი სამხედროებისთვის წიგნებს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი ჩაიტანს, რომელიც როტაციით საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება.

თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, ბიბლიოთეკამ თავდაცვის ძალების რამდენიმე სამხედრო ბაზას წიგნები საჩუქრად უკვე გადასცა. წიგნის კუთხე მოეწყო ავღანეთშიც. მემორანდუმის მიზანი სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics