|
2020-06-26 15:47:23, 1751 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - 2020 წლის ბოლოსთვის, 24 საათიანი წყალმომარაგებით საქართველოს 300 000 მოქალაქე ისარგებლებს
2019 წელს დამატებით 70 ათასი ადამიანი უზრუნველყოფილი იყო 24 საათიანი წყლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე დასრულდება ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, დაბა აგარის, აბასთუმნის, ქუთაისის მეორე ფაზის, ვალეს, წყალტუბოს, თელავის, სიღნაღის, მარნეულის, გუდაურის, აბაშის წყალმომარაგების პროექტები. „დასრულდა 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტები ურეკში, მესტიაში, ანაკლიაში, ხობში და კასპში. ასევე, დასრულდა ქუთაისის წყალმომარაგების პროექტის პირველი ფაზა, რომელიც დაახლოებით 90 000 მოქალაქეს ეხება. წლის ბოლომდე დასრულდება ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, დაბა აგარის, აბასთუმნის, ქუთაისის მეორე ფაზის, ვალეს, წყალტუბოს, თელავის, სიღნაღის, მარნეულის, გუდაურის, აბაშის წყალმომარაგების პროექტები. საერთო ჯამში 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოს 300 000 მოქალაქე ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით. ეს საქართველოს წყალმომარაგების სისტემის 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადაყვანის პრობლემას ვერ აგვარებს, მსგავსი პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად სამუშაოები კიდევ დაახლოებით 3-5 წელია გასატარებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში წყალმომარაგების და წყალარირების სისტემა ელემენტარულ სტანდარტს დაემსგავსოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ როდესაც ვამბობთ 300 000 ბენეფიციარს ექნება 24 საათიანი წყალი, ძალიან კარგად გვესმის, რომ დარჩენილ ასობით ათასი ბენეფიციარებისთვის წყალია კიდევ მისაყვანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)