|
2020-06-26 14:12:13, 2083 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა გახარიას - მიუხედავად იმისა, რომ მოკლე მეხსიერება გაქვთ, პუტინის სახელით ჩადენილი დანაშაული არ შეგრჩებათ
მიუხედავად იმისა, რომ მოკლე მეხსიერება გაქვთ, პუტინის სახელით ჩადენილი დანაშაული არ შეგრჩებათ, - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას, რომელიც პარლამენტში ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. ბოკუჩავას თქმით, გარდა იმისა, რომ გახარია იპარავს ბიუჯეტიდან, ქართულ ჯიგრულ პონტში ხრავს კორუფციას, მერე ტრიბუნასთან დგას და თვითკმაყოფილებით პოზირებს. „მაინტერესებს არის თუ არა თქვენთვის ცნობილი, რომ დღეს მოხდა ენმ-ს რეგიონული ოფისის დარბევა, ასე დაიწყეთ საარჩევნო კამპანია? მაინტერესებს, მოლოდინები რომ გვქონდეს, გვახსოვს ღარიბაშვილისეული საარჩევნო კამპანია, რომელიც ასე მიდიოდა, დარბევებით, მაინტერესებს ღარიბაშვილისგან ისწავლეთ ეს დარბევები და ასე აპირებთ წინასაარცევნო კამპანიის წარმოებას?როგორც ჩანს, სურვილი გაქვთ ღარიბაშვილთან ერთად, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ მოსალოდნელი სანქიების სიაში, არ გამოვრიცხავ პირადად თქვენც შეხვიდეთ, დიახ, იმიტომ რომ კონკრეტული დანაშაული მიგიძღვით თქვენ ხალხის წინაშე. გარდა იმისა, რომ იპარავთ ბიუჯეტიდან, ქართულ ჯიგრულ პონტში ხრავთ კორუფციას მერე კი, ტრიბუნასთან დგახართ და თვითკმაყოფილებით პოზირებთ, მაშინ, როდესაც ყოველი მეხუთე ბავშვი ქვეყანაში შიმშილობს და 69% მოსახლეობის სიღარიბის ზღვარზეა, ამის გარდა, ყველას ძალიან კარგად ახსოვს, ბატონო გახარია, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს და მიუხედავად იმისა, რომ მოკლე მეხსიერება გაქვთ და არ გინდათ აღიაროთ თქვენი პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ის მოპარული მილიონები არ შერჩებათ თქვენს მინიტრებს, ისე არ შეგრჩებათ თქვენ, ბატონო გახარია კონკრეტული დანაშაული, პუტინის სახელით ჩადენილი დანაშაული ქრთველი ხალხის წინაშე, როდესაც ანტისაოკუპაციო აქცია სისასტიკით დაშალეთ 1 წლის წინ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)