16:22 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 18:43:45, 2189 ნახვა

კომენტარი
მათიკაშვილი ლომჯარიას - მინდა, თქვენგან, როგორც ქვეყნის ნომერ პირველი უფლებადამცველისგან, მკაფიო პოზიცია მოვისმინო „ფეიკის“ შესახებ

„მინდა, თქვენგან, როგორც ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი უფლებადამცველისგან, მკაფიო პოზიცია მოვისმინო „ფეიკის", როგორც საზოგადოების მოტყუების და ცილისწამების იარაღის შესახებ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატი სხვადასხვა ტელევიზიის მიერ მომზადებული სიუჟეტების შესახებ ომბუდსმენის პოზიციით დაინტერესდა.

„გულწრფელად გეტყვით, რომ კითხვა მინდოდა, ჩამომეყალიბებინა იმგვარად, რომ მესაუბრა ჩვენზე, პირადად ჩემს თავზე, ჩემს კოლეგებზე - კახა კუჭავაზე, მამუკა მდინარაძეზე. ჩვენს მიმართ არაერთი ბინძური და ცილისმწამებლური სიუჟეტი გავიდა, თუმცა, ბოლო პერიოდში გაჟღერდა ისეთი ფეიკ ნიუსი, რომელმაც ჩვენი საკითხი უკანა პლანზე გადაწია. არის თუ არა ტელევიზიის მიერ ბავშვთა პორნოგრაფიის ტირაჟირება და გავრცელება დანაშაული და რა სახით უნდა ვებრძოლოთ მას? ეს ანგრევს ბავშვების მომავალს, მათ ფსიქიკას. მეორე საკითხი - ჩვენი ქვეყანა პანდემიის გავრცელების შემდგომ, მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებულ იქნა როგორც მოწინავე პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ფრონტის ხაზზე სწორედ ექიმები დგანან. ასევე, პარტიული ტელევიზიებიდან გაჟღერდა გაუგონარი ტყუილი, რომ თითქოს სახელმწიფო აგზავნის წარმომადგენლებს, თავაზობს კონკრეტულ ოჯახებს თანხებს იმისთვის, რომ მათ ადამიანის გარდაცვალება გაასაღონ, როგორც კორონავირუსის შედეგად მომხდარი ფაქტი. დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, რა ხერხით და მეთოდით უნდა ვებრძოლოთ ამ ძალიან მძიმე დანაშაულს?",- მიმართა დავით მათიკაშვილმა ნინო ლომჯარიას.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics