|
2020-06-24 15:07:54, 1705 ნახვა
საზოგადოება
გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 18 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 18 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. თბილისის მერის თქმით, ამ საცხოვრებელ ფართებში მცხოვრები ოჯახები ბინების დაკანონებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. “ეს ის ფართებია, სადაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი ვერ ახერხებდნენ ბინების დაკანონებას. 2017 წელს, ჯერ კიდევ ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ შევქმნიდით სპეციალურ პროგრამას და პროექტის სახით განვახორციელებდით ამ ფართების დაკანონებას. სწორედ ამ პროექტის თანახმად გადაეცათ დღეს ამ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად. ჩვენ გავაგრძელებთ აღნიშნულ პროექტს. მივმართავ ყველა იმ ოჯახს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, მიმართოს ადგილობრივი რაიონის გამგეობას, სადაც მათ აუხსნიან, ზუსტად რა საბუთები უნდა წარმოადგინონ ბინების დასაკანონებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის ინიციატივით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები უკვე 900-მდე ოჯახს დაუკანონდა. მუნიციპალიტეტის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად, ქონების მართვის სააგენტოს უფროსი, ირაკლი თავართქილაძე, ნაძალადევისა და გლდანის რაიონების გამგებლები - ირაკლი ხელაძე და ბექა მიქაუტაძე, ასევე, დედაქალაქის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)