|
2020-06-22 17:13:34, 1248 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების მყარი საფუძველი არსებობს
საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების მყარი საფუძველი არსებობს , - ამის შესახებ საპრალმენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე მოსმენაზე, ოპოზიციის გარდა, ვინც არ დაუჭერს მხარს ამ კანონპროექტს არასწორი გარიგების მონაწილე იქნება. „საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენის დროს, „ევროპული საქართველოს" გარეშე, 116 დეპუტატის მხარდაჭერა დაფიქსირდა, შესაბამისად მოლოდინი გვაქვს, რომ ხვალ ამავე 116 დეპუტატის მხარდაჭერა დაფიქსირდება. კანონპროექტის მიღებას 113 მხარდაჭერა სჭირდება, აქედან გამომდინარე მყარი საფუძველი ოპტიმიზმისთვის და ვფიქრობ, რომ ხვალ მეორე მოსმენით, წარმატებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. ასეთ ღია გარიგება „ნაციონალურ მოძრაობასთან" უნდა დააფიქსიროს იმ დეპუტატმა, რომელიც მეორე მოსმენის დროს მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. პირველი მოსმენის დროს, ორი დღით ადრე თუ უჭერდი მხარს და თუ ორი დღის შემდეგ შეიცვალე პოზიცია, ეს ნიშნავს, რომ შენ შეხვედი ძალიან მძიმე და არასწორ გარიგებაში. ბუნებრივია, ნებისმიერი დეპუტატისთვის მომგებიანი არ იქნება ასეთი რამის დემონსტრირება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რისკის ქვეშ არ დგას საკონსტიტუციო ცვლილებები და ხვალ 116 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება უზრუნველყოფილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)