20:50 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-21 15:01:11, 1395 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე - მივესალმები კოლეგების გადაწყვეტილებას, რითაც მათ ივანიშვილს არ მისცეს უფლება მორიგი ტრიუკებით ეთამაშა

მივესალმები კოლეგების გადაწყვეტილებას, რითაც მათ ივანიშვილს არ მისცეს უფლება მორიგი ტრიუკებით ეთამაშა , - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალების“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მისი მოთხოვნების ერთგული რჩება.

„მივესალმები დეპუტატების ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან კარგი, ნიშნავს იმას, რომ შეთანხმების ერთი, მნიშვნელოვანი ნაწილი იქნა შესრულებული, მაგრამ არის მეორე ნაწილიც. ჩვენ კვლავ ერთგული ვართ ჩვენი მოთხოვნებისა და ვიცავთ თანმიმდევრულად ჩვენს პოზიციებს. ჩვენ მხოლოდ მაშინ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში და დავუჭერთ მხარს კონსტიტუციურ ცვლილებებს, თუკი გათავისუფლებული იქნებიან პოლიტიკური პატიმრები და ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანაში დასრულდება პოლიტიკური დევნა. ჩვენ პატივს ვცემთ ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების გადაწყვეტილებას, რომლებმაც დააზღვიეს ეს პროცესი და არ მისცეს ივანიშვილის მისი მორიგი ტრიუკის გათამაშების შესაძლებლობა. ველოდებით მოთხოვნების შესრულებას. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეასრულოს შეთანხმება სრულყოფილად“, - განაცხადა გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics