|
2020-06-21 14:16:57, 1366 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე- პირველად გვეძლევა შესაძლებლობა, არჩვენები ჩავატაროთ იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც სრულიად პოლიტიკური სპექტრი თანხმდება
„25 წლის მანძილზე, ჩვენ პირველად გვეძლევა იმის შესაძლებლობა, არჩვენები ჩავატაროთ იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც თანხმდება სრულიად პოლიტიკური სპექტრი. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა 25 წლის თავზე, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუცია და ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ხელიდან არ გავუშვათ ეს შესაძლებლობა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი განმარტებით, 120/30-ზე საარჩევნო სისტემა პრაქტიკულად წარმოშობს იმის იდენტურ შედეგს, რასაც წარმოშობდა სრულად პროპორციული სისტემა 5%-იანი საარჩევნო ბარიერით. „ამ სისტემის საფუძველზე ზუსტად ისევე გადანაწილდება მანდატები უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, როგორც გადანაწილდებოდა მანდატები სრულად პროპორციული სისტემით 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც არის შემოთავაზებული წარმოდგენილი კანონპროექტით. ეს ცვლილება სიმყარეს შესძენს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, იმ რედაქციას, რომელიც ჩვენ ერთად მივიღეთ 2 წლის წინ და რომელიც ადგენს ევროპული ტიპის, ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას, თავისი სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით. თითოეული ჩვენგანი უნდა ვამაყობდეთ იმით, რომ ვართ კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანაავტორები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)