|
2015-08-27 16:11:31, 562 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაეხმარება, არამედ უმნიშვნელოვანესი იქნება მოკავშირეთა ძალების მომზადებისთვის
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების დამხმარე იქნება, ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება მოკავშირეთა ძალების მომზადებისთვის. მისი თქმით, დღევანდელი ღონისძიება ხაზს უსვამს ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს ნატო-საქართველოს ურთიერთობაში. "გაერთიანებული წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის თვალსაზრისით ჩვენი თანამშრომლობა დამატებით განვითარდება. საქართველო გახდება უფრო მეტად თავსებადი ნატო-სთან, ნატო უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი საქართველოში და ჩვენი ხილვადობა ასევე ამაღლდება ქვეყანაში. საქართველოს წვლილი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში კიდევ უფრო გაიზრდება. ცენტრი გახლავთ იმის დემონსტრირება თუ რა ერთგულებით არიან აღჭურვილები საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ნატოს ჯარისკაცებთან ერთად მსახურობდნენ საერთაშორისო მისიებში, რა თქმა უნდა, მათი ჩათვლით, ვინც თავი დადო საერთაშორისო ოპერაციებში და ჩვენ ჯეროვანი პატივი გვინდა მივაგოთ მათ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ცენტრი საქართველოს დახმარების აღმომჩენი იქნება, რათა 21-ე საუკუნის გამოწვებს დაუპირისპირდეს. "ცენტრი საქართველოსთვის დახმარების აღმომჩენი იქნება, რათა საქართველოს შეიარაღებული ძალები უფრო თანამედროვე, უფრო მაღალი ბრძოლისუნარიანობით იყოს აღჭურვილი, იმისთვის, რომ 21-ე საუკუნის გამოწვევებს დაუპირისპირდეს. ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების დამხმარე იქნება, ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება მოკავშირეთა ძალების მომზადებისთვის და გააუმჯობესებს თანამშრომლობას საქართველოსა და სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის. საქართველოსა და ნატო-ს სხვა პარტნიორ ქვეყნებს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ ავღანურ მისიაში იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ითანამშრომლონ. მომავალში სხვა ღონისძიებებიდან გამომდინარე, თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ არსებობს, სანამ აღნიშნული ცენტრი სრული დატვირთვით ამუშავდება. ცენტრი არ არის მხოლოდ შენობა და მხოლოდ ოფისები. მასში შედის პოლიგონები, სხვადასხვა ობიექტები მთელი საქართველოს მასშტაბით. ქართული და ალიანსის პერსონალი ერთად იმუშავებს იმისთვის, რომ ერთობლივი წვლილი შეიტანონ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. გასულ სექტემბერს, ნატო-ს ლიდერები და საქართველოს ხელმძღვანელობა მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აღნიშნული ცენტრი უნდა დაარსებულიყო. ჩვენ ეს ვალდებულება ვადებში შევასრულეთ. ნატო საქართველოს დაპირდა სერიოზულ მხარდაჭერას რათა სტიმული მისცეს საქართველოს თავდაცვის სფეროში რეფორმებს. დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი კონკრეტული ნაბიჯია ამ დაპირების შესრულების საკითხში", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)