|
2020-06-17 11:34:40, 1407 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: მზად ვართ, შევხვდეთ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმაროთ
დედაქალაქის მერია მზადაა, ვარკეთილის შერეული ბაზრობის მოვაჭრეებთან კონსულტაციები გამართოს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმაროს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალს სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს. „ორი დღის წინ სამგორის რაიონში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის. ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. დაიწვა ტანსაცმელი და სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. იყო ცეცხლის ბენზინგასამართ სადგურზე გავრცელების საშიშროებაც, თუმცა მეხანძრე-მაშველების გმირულმა მუშაობამ ხანძრის დროული ლოკალიზება მოახერხა. მინდა, მათ თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადავუხადო. ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის და ჩემი მოადგილე, ასევე, სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე. დაზარალებულ ადამიანებს თანადგომას შევპირდით“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ბაზრობების დაზღვევა მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი სახის რისკი თავიდან იქნეს აცილებული. „გუშინ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, სადაც აღნიშნული ბაზრობა დაზღვეული იყო, განცხადებები მოვისმინეთ. კომპანიამ გამოხატა მზაობა, ყველა დაზარალებულს დანაკარგი აუნაზღაურდეს. მიმდინარეობს მოკვლევა, დაზუსტება და კომპანია გააკეთებს ყველაფერს, რაც მის პასუხისმგებლობაში შედის. რაც შეეხება თავად დაზარალებულებს, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება. ჩვენც მზად ვართ, შევხვდეთ დაზარალებულებს, განვიხილოთ არსებული მდგომარეობა და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, დავეხმარებით. პრემიერ-მინისტრთან მქონდა ამ საკითხზე საუბარი და მომდევნო დღეებში შეხვედრები გაიმართება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიებაც და შესაბამისი სამსახურები მომხდარის დეტალებს დაადგენენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით, ვარკეთილში შერეულ ბაზარს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე 25 სახანძრო-სამაშველო მანქანა და ავტოცისტერნა მუშაობა. დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო რუსთავიდან და წყნეთიდან. წინასწარი ინფორმაციით, დაწულია 4 000 კვადრატის ფართობის ტერიტორია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)