2015-08-27 13:12:32, 535 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: ნატო-ს სასწავლო ცენტრის გახსნა გავლენას მთელ ქვეყანაზე იქონიებს
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა გავლენას მთელ ქვეყანაზე იქონიებს.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ცენტრის გახსნა პროგრესის მიღწევაში რეალურ წვლილს შეიტანს.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფენერნციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგმა ვარშავაში ნატო-ს სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე მოიპოვა ყველა საჭირო ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ ნატო-ში წევრობის გზაზე პროგრესი ჰქონდეს.
ცნობისთვის, დღეს , კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან