23:45 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-10 21:06:11, 1967 ნახვა

პოლიტიკა
ბენაშვილი - მოსახლეობას მივცეთ საშუალება შესაბამისი წესების დაცვით, ჩაატარონ ქორწილები და ქელეხები

რატომ არ შეიძლება კიდევ ერთხელ გადავხედოთ შეზღუდვებს და მოსახლეობას მივცეთ საშუალება შესაბამისი წესების დაცვით, ჩაატარონ ქორწილები და ქელეხები", - აღნიშნული კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გია ბენაშვილმა  პლენარულ სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტის ინიციატორებს მიმართა.

„მთავრობის დადგენილებით, ათ კაცზე მეტი პირის შეკრება ღია სივრცეში აკრძალულია კულტურული სპორტული და ტრადიციული ღონისძიებებისთვის. ამ აკრძალვაში ექცევა ქორწილები და ქელეხები. მაშინ, როდესაც რესტორნებსა და კაფეებში ყველა სახის მომსახურება უკვე აღვადგინეთ მომხმარებლებს შორის სოციალური დისტანციის დაცვით, რატომ არ შეიძლება კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამას და მოსახლეობას მივცეთ საშუალება შესაბამისი წესების დაცვით, ჩაატარონ ქორწილები და ქელეხები", - განაცხადა გია ბენაშვილმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics