23:37 - 21 Oct, 2026
|
2020-06-10 18:07:09, 2296 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადეს ვერ ატარებენ, შესაბამის ცნობას აიღებენ და არ დაჯარიმდებიან
მოქალაქეები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადეს ვერ ატარებენ, შესაბამის ცნობას აიღებენ და არ დაჯარიმდებიან, - ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ცენტრები უკვე გაფრთხილებულები არიან, მოქალაქეებს მიმართვის შემთხვევაში შესაბამისი ცნობა მისცენ, თავის მხრივ კი, მოქალაქეებმა აღნიშნული ცნობა თან უნდა იქონიონ, საჭიროების შემთხვევაში წარადგინონ და ისინი 20 ლარით აღარ დაჯარიმდებიან. პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტში ამ წუთებში მსჯელობენ. დეპუტატები საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)