|
2020-06-05 12:40:15, 2597 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აგრო კრედიტები 0%-დან გაიცემა
შეღავათიანი აგრო კრედიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სესხები 0%-დან (ეფექტური 0.5%- დან) გაიცემა. ვითიბი ბანკი, პირველი დღიდან ჩართულია და უკვე 7 წელია აქტიურად თანამშრომლობს შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამასთან. ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში სესხის აღება შესაძლებელია საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად. შეღავათიანი აგრო კრედიტით საბრუნავი საშუალებებისათვის შესაძლებელია ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება; პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების შეძენა; შრომითი რესურსების და ტექნიკის დაქირავება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის; ერთწლოვანი კულტურებისთვის სარწყავი საშუალებ(ებ)ის რემონტი ამასთან ერთდ, შეღავათიანი აგრო კრედიტით ძირითადი საშუალებებისათვის ფინანსდება ახალი სასოფლო–სამეურნეო საწარმოების შექმნა და არსებული საწარმოების ტექნოლოგიური გადაიარაღება. პროდუქტი განკუთვნილია გადამამუშავებელი, ინფრასტრუქტურული, ინტენსიური ტიპის პირველადი სასოფლო–სამეურნეო საწარმოებისათვის, მრავალწლოვანი ნარგავების გაშენებისათვის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად და სხვა. სესხი გაიცემა მხოლოდ ლარში, სესხის მოცულობა საბრუნავი საშუალებებისთვის შეადგენს 5000 – 100 000 ლარს, ხოლო ძირითადი საშუალებებისათვის 7 000 – 5 000 000 ლარს.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)