01:06 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 13:38:14, 2619 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ ყველა ოპოზიციონერ კოლეგას, რომ ვითანამშრომლოთ მაჟორიტარული თვალსაზრისით

მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ კოლეგას, რომ აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ მაჟორიტარული თვალსაზრისით, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით თბილისის ოლქებში, საჭიროა ოპოზიციას ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატები ჰყავდეს.

„აუცილებელია მაჟორიტარების თანამშრომლობა და ამისთვის ყველამ უნდა გამოვძებნოთ საერთო ძალები და კომპრომისი. მთავარი არის ის, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის დავასრულოთ ივანიშვილის მავნებლური მმართველობა ამ ქვეყანაში. გამარჯვების გზა არის თანამშრომლობაში, ერთიანობაში და კოალიციაში. უახლოეს პერიოდში ჩვენ უნდა შევთანხმდეთ თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით და საზოგადოებას კონსოლიდირებული პოზიცია ვაჩვენოთ. ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენ მივდივართ თანამშრომლობისა და ერთიანობის გზით და გაცნობიერებული გვაქვს , რომ მტერს დიდი ფინანსური რესურსები აქვს, არის მავნებლური საარჩევნო კანონმდებლობა ქვეყანაში და ამის გადატეხვის ერთადერთი გზა არის ერთმანეთთან თანამშრომლობა და ერთიანობა“, - განაცხდა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics