01:06 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 09:57:56, 2810 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - ბიუჯეტიდან 6 მლნ ლარის გადახდა მოგვიწია 2012 წლამდე ჩადენილი დარღვევების გამო

„ქართული ოცნების" გუნდისთვის ადამიანის უფლებები იყო, არის და იქნება ნომერ პირველი სიკეთე, რის დაცვასაც უნდა ვემსახურებოდეთ, - ამის შესახებ ტვ „პირველის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული სასამართლოში დღემდე მიმდინარეობს იმ საქმეების განხილვა, რომლებიც 2012 წლამდე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებებს ეხება.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ  ბუჯეტიდან 6 მლნ ლარის გადახდა მოგვიწია 2012 წლამდე ჩადენილი დარღვევების გამო, რათა იმ ადამიანებისთვის, ვისი უფლებებიც იქნა დაღრვეული, გადაგვეხადა კომპენსაცია. რა თქმა უნდა, ვერანაირი კომპენსაცია ვერ იქნება იმ უფლების აღმდგენი, რა უფლებაც მათ შეელახათ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება მუხლებს, მისი თქმით, საუბარია სიცოცხლის ხელყოფაზე, წამებაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფაზე.

„ნაციონალური მოძრაობის" კლასტერის არცერთი ოპოზიციური ჯგუფი არ დასწრებია ამ  საკითხის განხილვას კომიტეტის სხდომაზე. 2012 წლამდე 2800 საქმე იყო სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ. ამასთან 2019-2020 წლებშია გამოტანილი ის გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება მაგალითად, „ციხის ბუნტის" საქმეს, ვაზაგაშვილის და შანავას საქმეს, რომელთაც ოპიზიცია წარსულს უწოდებს. კიდევ არაერთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც კიდევ ერთ განაჩენს გამოუტანს „ნაციონალურ მოძრაობას“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics