|
2020-06-02 11:30:52, 1474 ნახვა
საზოგადოება
ანდრია სარია - მეუფე იაკობი არის ერთ-ერთი მახინჯი ფორმა ეკლესიის იერარქთაშორის, რომლის მიმართ არანაირი სანქცია არ დაწესებულა
„იაკობი არის ერთ-ერთი მახინჯი ფორმა ეკლესიის იერარქთაშორის, რომელიც ცხადად ჩანს და მის მიმართ არანაირი სანქცია არ დაწესებულა“, - ამის შესახებ მამა ანდრია სარიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მეუფე იაკობი არ მალავს, რომ მას აქვს კომპრომატები სახელმწიფო მოხელეებსა და საეკლესიო წარმომადგენლებზე. „ბოლო პერიოდში ეკლესიის გარშემო განვითარებული მოვლენები საპატრიარქოს წარმომადგენლების ბრალი და სუს-თან თანამშრომლობის ბრალი. უკვე დაფარული არ არის, რომ მეუფე იაკობი ახმოვანებს სუს-ის მესიჯებს. არც მალავს ის, რომ მას აქვს კომპრომატები თვით სახელმწიფო მოხელეებზე და გარკვეულ საეკლესიო წარმომადგენლებზე, რომ საპატრიარქო მას ვერაფერს ვერ უზამს და ვინ უნდა დასვას მასზე საკითხი, ვინ გაბედავს? ასეთ ტონალობაში როდესაც მღვდელმთავარი საუბრობს, ეს უკვე არის დარღვევა და ჩვენ ვთვლით, რომ საეკლესიო კანონმდებლობის ნორმების ამოქმედების გარეშე ეკლესია დაიშლება. იაკობი არის ერთ-ერთი მახინჯი ფორმა ეკლესიის იერარქთაშორის, რომელიც ცხადად ჩანს და მის მიმართ არანაირი სანქცია არ დაწესებულა. ის რომ სვამს ეს ყველამ ვიცით და არაფერი არ არის. თურმე მღვდელმთავარიც შეიძლება ლოთობდეს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და სმით იქადაგოს, მაგრამ ის, რასაც ნასვამ მდგომარეობაში აჟღერებს არის ყველაზე დიდი სიმახინჯე. ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და არა ის, რომ მეუფე პეტრეს საკითხს დასვამენ თუ არ დასვამენ. საზოგადოება დაიღალა და აღარ სურთ მეუფე იაკობის სიგიჟის მოსმენა. ეს არის მთავარი პრობლემა“, - განაცხადა მამა ანდრია სარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)