01:18 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-01 11:46:47, 1668 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ მშობლებისა და ბავშვებისთვის სახალისო ონლაინ გაკვეთილებს იწყებს

„ საქართველოს ბანკი“ აგრძელებს საინტერესო პროექტების შეთავაზებას. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოს ბანკი sCool card-თან და „ჯიბის სტუდიასთან“ ერთად, ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის, სახალისო ონლაინგაკვეთილების სერიას იწყებს.

ონლაინ გაკვეთილების სერია მოიცავს მოძრავი სამგანზომილებიანი ობიექტების შექმნის 5 გაკვეთილს.  გაკვეთილის განმავლობაში ბავშვები და მათი მშობლები შეისწავლიან მარტივ  და პრაქტიკულ ხერხებს თუ როგორ უნდა დაამზადონ ფერადი ფურცლებისგან სამგანზომილებიანი სხავდასხვა ცხოველები თუ საგნები. ვიდეო გაკვეთილების სერია  მსურველთათვის სრულიად უფასოა. თითოეულ გაკვეთილზე მონაწილეები გაეცნობიან ახალ ტექნიკას და დაამზადებენ ოთხფეხა ცხოველებს, მოძრავ თოჯინებს, მხიარულ ავტობუსს და ა.შ. 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ობიექტების დამზადების პროცესში მშობლების ჩართულობა სასურველია, ეს ონლაინ გაკვეთილს უფრო ეფექტურს გახდის. 8-9 წლის ასაკიდან ონლაინგაკვეთილში მონაწილეობის მიღება კი დამოუკიდებლად არის შესაძლებელი, რადგან ობიექტების შექმნის პროცესი ვიდეოებში დეტალურად არის აღწერილი.

იმისათვის რომ ბავშვებმა და მშობლებმა თავისუფლად შეძლონ ვიდეოს ნახვა,  ისინი  უნდა ეწვიონ ბმულს:  https://bit.ly/BOGpocketstudio





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics