01:18 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-31 12:44:38, 1216 ნახვა

საზოგადოება
ჭიაურელის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა ჭიაურელის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს.

სამუშაოები 9 650 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს და ასფალტის ორი ფენა მოეწყობა. პროექტის მიხედვით, ასევე, იცვლება ტროტუარი და ბორდიური.

გასულ წელს, დიდუბის გამგეობამ აღმაშენებლის ხეივნიდან ჭიაურელის ქუჩის გავლით,  1 255 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი მოაწყო, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე მთავარ კოლექტორზე დაერთდა. წვიმის დროს ამორტიზებული სანიაღვრე ქსელი ადგილობრივ მცხოვრებლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.

ჭიაურელის ქუჩაზე ასფალტის მოწყობის სამუშაოებს კომპანია „ბი ემ სი“ 480 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.

მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, საკრებულოს დიღმის მაჟორიტარ დეპუტატთან, თარაშ შურღაიასთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics