|
2020-05-29 17:50:19, 1523 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ოპოზიციას - დაიღალეთ ეტყობა კოლეგებო და ვეღარ თოკავთ ეგოს
როგორც ჩანს, ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ემოციები ძლევს, დაიღალეთ ეტყობა კოლეგებო და ვეღარ თოკავთ ეგოს, სამწუხაროდ, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებს. როგორც მან აღნიშნა, უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნა ემოციური უშინაარსო გამოსვლისთვის გამოიყენება. „მიუხედავად ყველაფრისა, აქ რაც ითქვა, ჩვენ დღეს აქ ვდგავართ მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის, ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ჩვენი პასუხისმგებლობის უმაღლესი დონის დასაფიქსირებლად, ეს ერთი. მეორე - ჩვენ პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტს და პარლამენტს. მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა ითქვას აქ და მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ემოციები ძლევს, დაიღალეთ ეტყობა კოლეგებო და ვეღარ თოკავთ ეგოს, სამწუხაროდ, მეორე შემთხვევაა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენება ემოციური უშინაარსო გამოსვლისთვის, რომლის უკანაც პოლიტიკური ლოზუნგების გარდა საერთოდ კითხვა არ არის, არ ჩანს ყოველ შემთხვევაში. ჩავთვალოთ, რომ ეს კითხვა ბუნებაში საერთოდ არ არსებობს. ეს ინტერპელაცია პოლიტიკური სპეკულირების ფორმას იღებს, თუმცა არაუშავს“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)