|
2020-05-29 12:23:34, 1526 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - სამშენებლო ბიზნესის მიმართულებით წარმოდგენილი გეგმები პირდაპირ უკავშირდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დღის წესრიგს
სამშენებლო ბიზნესის მიმართულებით წარმოდგენილი გეგმები პირდაპირ უკავშირდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დღის წესრიგს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობის სისტემა, სადაც პოლიტიკური მმართველი სისტემა და ბიზნეს ელიტა ერთმანეთზე საკუთარი ინტერესებითაა გადაბმული. „სახელმწიფო ეხმარება იმ ბიზნესებს, რომლებიც შემდგომ აფინანსებენ მის პოლიტიკურ საქმიანობას. ახლაც ვნახეთ, რომ წარმოდგენილი გეგმები, მათ შორის სამშენებლო ბიზნესთან დაკავშირებით პირდაპირ უკავშირდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ეს არის სწორედ ოლიგარქიული მმართველობის სისტემა, რომელიც ქვეყანაში არის დაფუძნებული, სადაც პოლიტიკური მმართველი ელიტა და ბიზნეს ელიტა ერთმანეთზე საკუთარი ინტერესებითაა გადაბმული. ამ ინტერესებით ზარალდება მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე, რომლის ხარჯზეც ხდება მსგავსი გარიგებები“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)