01:51 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-28 13:59:15, 1396 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის ფარგლებშიც, მხარეებმა საქართველოში არსებული საერთაშორისო დაცვის სისტემა განიხილეს. საუბარი, ასევე შეეხო თავშესაფრის პროცედურის ფუნქციონირებას ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ, რათა თავშესაფრის მაძიებელთათვის, შესაძლებლობის ფარგლებში, ელექტრონული და დისტანციური მომსახურების შეთავაზებით, უზრუნველყოფილ იქნას თავშესაფრის ეფექტიანი პროცედურები.

ამასთან, თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება. კემლინ ფურლიმ დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა აღნიშნული მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საჭიროებებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics