03:58 - 09 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-25 10:41:34, 1249 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ანტონი - 25 მილიონის სამ მილიონ მოსახლეობაზე გაანგარიშებით, თვეში ერთ სულ მოსახლეზე 0.59 თეთრია, რას გვაყვედრიან?

„დაფიქრდით 25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეობაზე, თვეში ერთ სულ მოსახლეზე  0.59 თეთრია. არ გრცხენიათ რას გვაყვედრიან? დედა ეკლესია ქვეყანას ამაზე მეტს არ აკეთებს?“, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსი მეუფე ანტონი „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

მეუფე ანტონიმ კომენტარი გააკეთა „ტყის კოდექსთან“ დაკავშიირებითაც და აღნიშნა, რომ „გონიერნი რომ იყვეთ  იტყოდით, რა კარგია, რომ ეკლესიას გადასცეს ტყე და მიწები, ისინი ხომ ამ ტყეს არ გაასხვისებენ (მინიმუმ უცხოელებზე) და ეს ტყის ფონდი ხომ ქვეყანას შეუნარჩუნდება“.

„მათთვიის ვინც  ვერ გაერკვია  დღევანდელი ქადაგების აუდიო ჩანაწერში, მისი ჩაწერის ხარისხის გამო:

..... დღევანდელ ქადაგებაში  ყურადღება გავამახვილე იმ ორკესტრირებულ შეტევაზე, რომელიც კარგა ხანია წამოიწყო ეკლესიისადმი  მტრულად განწყობილმა მედიის, ოპოზიციის ,არასამთავრობო ორგანიზაციების  ე. წ.  ნჯო-ების გარკვეულმა ნაწილმა,   წვრილ-წვრილ და პატარ-პატარა ეკლესიის მოძულეებმა  ე.წ -აბიჟნიკებმა.

გულნატკენმა ავღნიშნე, რომ ეყოფათ ამდენი ზიზღის თესვა მოსახლეობასა და ახალგაზრდებში !!! 

ნეო კომკავშირლებისა და ნეო კომუნისტების იდეებით  შეპყრობილების,  უგუნურება ყველა საზღვრებს ცდება ....

ერთხმად რომ გაიძახით,  სახელწიფო წინასაარჩევნოდ გვყიდულობს ეკლესიასო,  თუ  ამ უნიჭო ბრალდებისა გჯერათ, გამოდის  და აღიარებთ,  რომ ჩვენ - ეკლესიას გარკვეული „წონა“  და ზეგავლენა გვქონია , ჰოდა თუ ასეა გეკითხებით , ჩვენთან მეგობრობა გირჩევნიათ თუ მტრობა !  ავღნიშნე რომ  გონიერნი რომ იყვეთ  იტყოდით, რა კარგია, რომ ეკლესიას გადასცეს ტყე და მიწები, ისინი ხომ ამ ტყეს არ გაასხვისებენ (მინიმუმ უცხოელებზე) და ეს ტყის ფონდი ხომ ქვეყანას შეუნარჩუნდება.

 ასეთი ნდობის გამოხატვით ხომ უფრო მეტს დაგვავალებდით...

მინდა ვიკითხოთ ,  რა მნიშვნელობა აქვს ეს ტყე სახელმწიფოსი იქნება თუ ეკლესიის, პატიოსან მოქალაქეებსაც მინდა ვკითხო,   რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო განკარგავს თუ ეკლესია იმას რაც მათი პირადი საკუთრება  არაა...

თუ იტყვით რომ ეკლესია გაყიდისო ამ ქონებას,   სახელმწიფო რა, რაიმე გარანტი გაქვთ რომ   არ გაყიდის ?

უნებლიედ ჩნდება  გონივრული ეჭვი,   ალბათ  ოპოზიცია ფიქრობს,  რომ ჩვენ  მოვიდეთ სათავეში არაფერი  დაგვრჩება ხელმოსათბობათო -  ასე ვიფიქროთ ? 

ავღნიშნე რომ, ზოგადათ კაცს ცოლი მიტომ მოყავს, რომ ოჯახი შექმნას, შვილები მოუვლინოს და გაუზარდოს ქვეყანას..... მაგრამ  ჩნდებიან მუდამ ყველაფრით უკმაყოფილონი, რომელნიც  უჩიჩინებენ ქალებს - კაცებს ცოლად მიტომ მოყავხართ, რომ საჭმელები გაკეთებინონ, გიხმარონ რათა  ჭურჭელი  და მათი საცვლები გარეცხინონ...  და  მსგავსი, არანაირი მაღალი იდეალები... სწორედ  ასე მოქმედებს ეს კრებული. არავითარი იდეალები, არავითარი დაფასება, მხოლოდ ნეგატივის ძებნა, მსგასად ბუზისა, რომელიც მინდვრის ველზე მხოლოდ  ნეხვს ეძებს...  

მათ შემხედვარეს უკვე  ევროატლანტიკური ფასეულებებზე გადახედვის სურვილი მიჩნდება..

 აგერ ლგბტ-ბი  მიიღეთ,  ეს მათი პირადი ფუნდამენტური უფლებააო.

პირადი თავისუფლება, უმრავლესობის აზრის გაუთვალისწინებლობააო...  

ამ უმრავლესობას კი არა უნდა ქონდეს  ფუნდამენტური პირადი უფლება !

აგერ რად  აფინანსებენ საპატრიარქოსო.. 25 მილიონი რომ გაადიდოთ 17 წლის ნამრავლით წარმოაჩენენ..

დაფიქრდით 25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეობაზე, თვეში ერთ სულ მოსახლეზე  0.59 თეთრია.

არ გრცხენიათ რას გვაყვედრიან? დედა ეკლესია ქვეყანას ამაზე მეტს არ აკეთებს?

მაშინ როცა ნებისმიერი  სახელმწიფო  უნივერსტიტეტი, ინსტიტუტი, ტელევიზია 140 მილიონ ლარს ღებულობს.  

თქვენ იცით ჩემი შეხედულებანი ევროპაზე, პირველად ჩვენთან ეპარქიაში ჩემი კურთხევით  ჩამოყალიბდა ევრო კლუბი- სურიონი, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა არა მარტო ეცნობა, არამედ  მათ შეხედულებებს ევროპისეულ ღირებულებებზე  უზიარებს რაიონის ახალგაზრდობას, ჩვენი მოსწავლეები არიან ახალგაზრდა ევროპარლანამენტის წევრები,  არ გავაგრძელებ მათი წარმატებების შესახებ, მინდა მხოლოდ ვთქვა,  ჩვენი დედა ეკლესიისადმი მტრულად განწყობილნი ძალები , ფინანსდებიან და მათ მხარს უჭერს  ევროპა და ამერიკა, ეს ძალები ასევე აქტიურად არიან ჩართული ლგპტ-ების მხარდასაჭერ ღონისძიებების ჩატარებებში და მრავალი სხვა, ხომ არ კეთდება აქედან ის დასკვნა,  რომ მათ ეკლესიის ლანძღვა გინებაში მხარს უჭერს ისინი ვისგანაც სულდგმულობენ.

ეს ძალა ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ გვაფიქრებინოს რომ ესაა ევროატლანტიკური  ღირებულებები  და ასეთ ფასეულებეს გავემიჯნოთ.

   თუ დღეს ეკლესიაში არის სასულიერონი, მრევლი, რომელთაც ვიცით ევროპული ღირებულებები, ნელ ნელა გვრცხვენია თქვენს მაგიერ და ვეღარ ვცემთ პასუხს რუსულ ნარატივებს... შემდეგ გიკვირთ ეკლესიისაგან ევროპისა და ამერიკის დემონიზაცია.

უნებლიედ ფიქრობ რომ კომუნისტური მარწუხებისაგან განთავისუფლებულებმა და  ეიფორიაში მყოფებმა , ალერსით გაბრუებულებმა  და საკენკით მიტყუებულებმა,  შეცდომით ხომ არ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა, რადგან  ეს გზა  ჩვენი ლანძღვა გინების, დისკრედიტიზაციის, და მომავალი თაობების ეკლესიისადმი ზიზღით აღზრდისკენაა მიმართული.

 ნუ გვაფიქრებინებთ რომ  თვალახელილებმა ხელახლა გადავსინჯოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი.. შევაგროვოთ ხელმოწერები და მოვითხოვოთ რეფერენდუმი გვინდა თუ არა იმ ღირებებულებით და ფასეულობებთ ცხოვრება, სადაც ეკლესიის სიძულვილი,  ტრადიციების და ოჯახობრივი სიწმიდეების უგულელყოფაა....

თქვენ, თქვენი უგუნურებით არა მარტო ეკლესიის მტრები და მოძულენი ხართ, არამედ ვისგანაც სულდგმულობთ მათიც....“, - წერს მეუფე ანტონი „ფეისბუქზე“.




ავტორი: ანი მელაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გია ჯაფარიძე და დიმიტრი ჩიქოვანი მრავალრიცხოვანი ტრამვებით კლინიკაში რჩებიან
ჯაფარიძე - ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თანაორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს
ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics