|
2015-08-23 11:06:58, 540 ნახვა
საზოგადოება
სს „თელასის“ ტარიფთან დაკავშირებით მორიგი წინასწარი განხილვა გაიმართება
მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, 12:00 საათზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გაიმართება სს „თელასის“ სამომხმარებლო ტარიფში შემავალი ორი კომპონენტის - საოპერაციო დანახარჯებისა და ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტის შესახებ წინასწარი საჯარო განხილვა. შეხვედრა საჯაროა და მასზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - კომისიის დადგენილების გამოსაცემად. დადგენილების გამოცემის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2015 წლის 31 აგვისტოს 18:00 საათი, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების- დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად - 2015 წლის 18 დეკემბერი. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობა და დადგენილების პროექტი განთავსებულია კომისიის ვებ გვერდზე http://gnerc.org/ge/public-works/sajaro-warmoeba/16406. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია წარადგინოს თავისი მოსაზრება და წინადადება კომისიაში შემდეგ მისამართზე: ა.მიცკევიჩის N19. ამასთანავე, დაინტერესებული პირი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს ვინაობა.
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)