|
2020-05-24 18:56:36, 1373 ნახვა
საზოგადოება
ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა დისტანციურად აღნიშნა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სხვადასხვა აქტოვებებთან ერთად გამართა ვებინარი თემაზე “ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო’’. ვებინარს უძღვებოდა პროფესორი კონსერვაციული ბიოლოგიისა და პოპულაციური ეკოლოგიის მიმართულებით, თბილისის ზოოლოგიური პარკის დირექტორი - ზურაბ გურიელიძე, რომელმაც ისაუბრა ბიომრავალფეროვნებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.ასევე მსმენელებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ბიომრავალფეროვნების წინაშე მდგარი გამოწვევების და ამ გამოწვევებთან ბრძოლის გზების, მაგალითებისა და შედეგების შესახებ. მსმენელებს ასევე ქონდათ შესაძლებლობა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი. 2020 წელს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის სლოგანი “ჩვენი ხსნა ბუნებაშია”, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჩვენი მჭიდრო კავშირი ბუნებასთან.ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების და მისი დაცვის მნიშვნელობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ყოველი ჩვენთაგანისთვის იმის შეხსენებას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფი მომავლის აშენება. 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული მდგომარეობის გამო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებები, გადასულია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. სწორედ დისტანციურად მოხდა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღნიშვნაც. ჩატარდა კონკურსები:სკოლის მოსწავლეებისათვის ჩანახატების კონკურსი,,ბიომრავალფეროვნების როლი ჩვენს ცხოვრებაში ” ხოლო ნებისმიერი მსურველისთვის გრაფიკული პოსტერების კონკურსი სახელწოდებით ,,ჩვენი ხსნა ბუნებაშია“. ასევე ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობისა და ძირითადი საფრთხეების შესახებ გამოქვეყნდა შემეცნებითი პოსტები და რჩევები,რომ ვიცოდეთ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება და შემოვუნახოთ ის მომავალ თაობებს.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)