08:28 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-22 17:35:00, 1230 ნახვა

პოლიტიკა
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონპროექტით გასატარებელი დროებითი ღონისძიებების ვადად 15 ივლისამდე პერიოდი განისაზღვრა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე უძღვებოდა, დეპუტატებმა კანონპროექტები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილეს.

შეთანხმებისამებრ, როგორც მომხსენებელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვის დროს საბოლოოდ მოხდა თარიღის დაზუსტება, რათა მავანთა მხრიდან სპეკულაციებს არ ჰქონოდა ადგილი და ორივე კანონპროექტის  მესამე მოსმენით განსახილველ ვარიანტში უკვე დადასტურებულია, რომ კანონით შემოღებული ნორმები არის დროებითი და საბოლოო თარიღად განისაზღვრა 15 ივლისი.

სხდომის წამყვანის, ვლადიმერ კახაძის განაცხადებით, ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ კანონპროექტის ცალკეული ნორმების მიმართ გაჩენილი კითხვის ნიშნები მოხსნილიყო და კანონპროექტიც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ყოფილიყო.

„საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ, ვფიქრობ ამით ხელისუფლებას მიეცემა  საშუალება, რომ ეს კრიზისული ვითარება მართოს. ამის საკანონმდებლო საფუძველი ნამდვილად საჭირო იყო, მიტ უფრო რომ პანდემია ჯერ არავის გაუუქმებია.  არაერთი ქვეყანა პრობლემების წინაშე დადგა მხოლოდ იმიტომ,  რომ  სწორედ იმ დროს, როცა საჭირო იყო რეგულაციების შემოღება, საკმაოდ დაგვიანებით განხორციელდა ცალკეული ქმედებები. ჩვენი ქვეყანა იმიტომ გამოიყურება გამორჩეულად სასიკეთოდ ეპიდემიოლოგიურად, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ინფექციის გავრცელების, რომ ჩვენ დროულად დავიწყეთ ქმედებები. მაგრამ დაავადებას ბოლომდე სჭირდება მკურნალობა, ამიტომ ჩვენი ეს გადაწყვეტილება დროებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ სწორია", - განაცხადა კანონპროექტის მესამე მოსმენით წარდგენისას დიმიტრი ხუნდაძემ.

გარკვეული რედაქციული ხასიათის შენიშვნების შემდეგ, კომიტეტმა წარმოდგენილ ვარიანტს ერთხმად დაუჭირა მხარი. კანონპროექტები პარლამენტის პლენარულ სხდომას დღესვე წარედგინება.

საკანონმდებლო ინიციატივა ეკუთვნის პარლამენტის წევრებს: დიმიტრი ხუნდაძეს, ილია ნაკაშიძეს, ვლადიმერ კახაძეს, ზურაბ ხაჩიძეს, დიმიტრი მხეიძეს და კობა ნაკაიძეს. კანონპროექტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics