07:15 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-22 16:28:21, 1435 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი გოცირიძეს - თქვენი გადაწყვეტილებებიდან ჩანს, როგორ დადიხართ პოლიტიკურად გალაწუნებული

„რაც შეეხება გალაწუნებას, მე თქვენ ამას არ გაკადრებთ, თუმცა,  პოლიტიკურად როგორ დადიხართ გალაწუნებული,  ჩანს თქვენი გადაწყვეტილებებიდან“, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას.

ოხნაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას ურჩია ასეთი ტერმინოლოგიით არ ისაუბროს.

„თქვენ გუშინ გამობრძანდებით და ისაუბრებთ კანონპროექტის არაკონსტიტუციურობაზე, საღამოს კი,  კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირეთ ჩვენს მიერ წარმოდგენილ პროექტს. თქვენმა კოლეგამ თინა ბოკუჩავამ, ამას არ დაუჭირა მხარი. ჩამოყალიბდით, ხომ არ გაემიჯნეთ ერთმანეთს, სხვადასხვა პოზიციებს ხომ არ აფიქსირებთ, რომ ვიცოდეთ ჩვენც და ჩვენმა  საზოგადოებამაც.

თუ ქუჩაში გინდათ რომ გავიდეთ და საზოგადოებას ვკითხოთ აზრი, გთავაზობთ გავიაროთ ქუჩაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მოგვიწევს ჩვენი საზოგადოების დამშვიდება და დაწყნარება იმისათვის, რომ რეაქციები არ ჰქონდეთ თქვენს ასეთი უტაქტო გამონათქვამებზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი არ აყვება სპეკულაციებს და გააგრძელებს საზოგადოების მნიშვნელოვანი საქმის კეთებას.

„ჩვენ კიდევ ბევრჯერ ჩავაბარებთ ტესტს იმაში, რომ დავიცვათ ეფექტიანად ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. შესაბამისად, კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მაქსიმალურად დაბალანსებულია, თანაზომიერია, პროპორციულია და უზრუნველყოფს ერთ უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც შესაძლებელია თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი და ეს არის საზოგადოების ჯანმრთელობა. ამიტომ, მოეშვით პოლიტიკურ სპეკულაციებს.

რაც შეეხება შეკვეთებს ბატონო რომან, როგორც ჩანს თქვენ შეკვეთების რიტორიკას არ ცვლით. ბატონი მერაბიშვილი რას უკვეთავდა და რას იღებდით, ესეც კარგად ვიცით. განაჩენი რომ კანონიერ ძალაშია შესული როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად, ესეც ვიცით. თუ ამ რიტორიკით გააგრძელებთ და როგორც ჩანს აგრძელებთ სვლას, კიდევ დიდხანს დარჩება ეს განაჩენი ძალაში“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.​

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics