14:57 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-22 13:57:48, 1108 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - მიდგომა, რომ გავიმარჯვეთ და პანდემია აღარ არსებობს, არის უპასუხისმგებლო და ხელისუფლება ამ საუბარში ვერ შევა

„მანიპულაცია იმაზე, რომ თითქოს უკვე ყველაფერი დასრულდა, რომ  გავიმარჯვეთ და  პანდემია აღარ არსებობს - ეს მიდგომა არის უპასუხისმგებლო და ხელისუფლება ამ საუბარში ვერ შევა. ჩვენ გვრჩება ამოცანები, პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ შევასრულებთ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა. მისი თქმით, სიტუაცია დამაიმედებელია, თუმცა, საფრთხე კვლავ რჩება. 

„საფრთხე კვლავ რჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ არ მოუხსნია პანდემიის რეჟიმი და არა ერთი მცირე თუ დიდი სახელმწიფო კვლავ დგას ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. არის ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა. სამწუხაროდ, არის გარდაცვალების ბევრი შემთხვევაც და ვიდრე ეს საფრთხე არსებობს, ჩვენც, როგორც სახელმწიფომ, საქართველომაც ამ გამოწვევის და საფრთხის წინააღმდეგ უნდა შეინარჩუნოს გარკვეული პრევენციული ზომები. დღეს იწურება საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს, რომ მეტი შეზღუდვების ეტაპიდან ჩვენ გადავდივართ ნაკლები შეზღუდვების ეტაპზე. გარკვეული შეზღუდვები ბუნებრივია, დარჩება და ჩვენ მოგვიწევს უსაფრთხოების ძირითადი წესების დაცვა, რასაც ჩვენი ჯანდაცვის სამსახურები გვაწვდიან იმისთვის, რათა შევძლოთ სოციალური, ეკონომიკური ფუნქციების აღდგენა, პოლიტიკური პროცესის სრულად განახლება და შევასრულოთ ის ამოცანებიც, რაც მიმდინარე რეჟიმში არსებობს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.




ავტორი: ანი მელაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ცესკომ „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics