20:49 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-22 12:41:02, 1160 ნახვა

საზოგადოება
ტიკარაძე - პირველ რიგში დგას იმ მაღაზიების ამუშავება, რომლებსაც ქუჩიდან აქვთ შესასვლელები და შემდგომ, რომლებიც მოლებში მუშაობენ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების წარმომადგენლებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი სოციალური დისტანციის დაცვა იქნება.

„კვლავ რჩება მნიშვნელოვანი, რომ უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცირება. ჩვენ ყველა მაღაზიის წარმომადგენლებთან ვმუშაობთ. პირველ რიგში, ჩვენ გვყავს დაყენებული მაღაზიები, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ქუჩის მხრიდან შესასვლელები და უკვე შემდგომ ის მაღაზიები, რომლებიც მუშაობენ მოლებში, მათთან ინტენსიური კომუნიკაცია და შეხვედრები მიმდინარეობს როგორც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ასევე ჩართულია ინტენსიური და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი. ასევე ვმუშაობთ იმ მონიტორინგის სამსახურის ამუშავებაზე, როდესაც დადგენილი წესების გაკონტროლება მოხდება უკვე შრომითი ინსპექციის მხრიდან“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics