14:18 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 20:09:59, 1159 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ახალი ინიციატივით გამოვიდა

ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომაზე, სადაც განიხილავდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ცვლილებების კანონპროექტს ახალი ინიციატივით გამოვიდა და კოლეგებს მიმართა, რომ შემზღუდავი ნორმები გარდამავალ დებულებებში გაწერონ.

„როგორც მოგეხსენებათ ამ კანონის მიღება არის ერთგვარი სასწრაფო აუცილებლობით ნაკარნახევი. ხვალ უკვე უქმდება საგანგებო მდგომარეობა, თუმცა ჩვენ გვჭირდება შეზღუდვების შენარჩუნება  გარკვეული პერიოდით და იდეის დონეზე მინდა შემოვიტანო ასეთი ინიციატივა  - მეორე მოსმენამდე, დღესვე განვიხილოთ, რომ ის ნორმები, რომლებიც დგინდება ამ ახალი კანონით, იყოს დროებითი, გაწერილი გარდამავალ დებულებებში. მაგალითად, პირობითად რომ ავიღოთ 15 ივლისამდე ვადა. 15 ივლისამდე იმედია, რომ იქნება რადიკალურად განსხვავებული ვითარება პანდემიის კუთხითაც, მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და ამის შემდეგ ეს გარდამავალი დებულებები, ბუნებრივია, დაკარგავს თავის აქტუალობას, ეს არის სპონტანური იდეა და გთავაზობთ დღეს ეს იდეა განვიხილოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საბოლოოდ, პარლამენტმა  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო - 80 მომხრე, 3 წინააღმდეგი, რომელშიც გაითვალისწინეს ირაკლი კობახიძის წინადადება, კერძოდ, ის ნორმები, რომლებზეც იმსჯელეს, გადავა გარდამავალ დებულებებში და გაიწერება დროებით, სავარაუდო თარიღად ინიციატივის ავტორის მიერ შეთავაზებულია ივლისის რომელიმე რიცხვი. კონკრეტულ რიცხვზე  შეთანხმება  მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად მოხდება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს
რუსეთს თავს დაესხა 50 დრონი, დაზიანდა ელექტრო ქვესადგურები, გაჩნდა ხანძარი ნავთობის საცავში
მედია - სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics