07:20 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 19:28:00, 1202 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილების შეტანას 80 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 3 დეპუტატი იყო.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები განახლებული სახით განისაზღვრა. აღნიშნული გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, საკუთრების, თავშეყრის, შრომის, ეკონომიკური საქმიანობისა და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. ამასთანავე, ამ კანონპროექტით მთავრობას აღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

აღსანიშნავია ისიც, რომ საკითხის განხილვის დასასრულს, ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ აღნიშნული შეზღუდვები იყოს დროებითი.

„იდეის დონეზე მინდა შემოვიტანო ასეთი ინიციატივა, მეორე მოსმენამდე, დღესვე რომ განვიხილოთ. ის ნორმები, რომელიც დგინდება იყოს დროებითი, გაწერილი გარდამავალ დებულებებში, მაგალითად 15 ივლისამდე. 15 ივლისამდე, იმედი მაქვს, რადიკალურად განსხვავებული სურათი იქნება, პანდემიის კუთხითაც. მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და გარდამავალი დებულებები დაკარგავს თავის აქტუალურობას. ეს არის სპონტანური იდეა და დღესვე ეს იდეა განვიხილოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საბოლოოდ, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტი, რომელშიც გაითვალისწინეს ირაკლი კობახიძის წინადადება, კერძოდ, ის ნორმები, რომლებზეც იმსჯელეს, გადავა გარდამავალ დებულებებში და გაიწერება დროებით, სავარაუდო თარიღად ინიციატივის ავტორის მიერ შეთავაზებულია ივლისის რომელიმე რიცხვი. კონკრეტულ რიცხვზე  შეთანხმება  მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად მოხდება.




ავტორი: ანი მელაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics