19:46 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 11:54:12, 1096 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი კოვიდ19-ის მართვასთან დაკავშირებულ ანგარიშს პარლამენტს 27 მაისს წარუდგენს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 27 მაისს პარლამენტის წინაშე კოვიდ19-ის ინფექციასთან და მის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშით წარდგება.

ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„გახსოვთ, ჩვენ დაგპირდით, რომ პარლამენტს და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, რომ მოისმინოს სრულფასოვანი ანგარიში პარლამენტში და ნახოს სრულფასოვანი პოლიტიკური დისკუსია ამასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა უკვე მოგვმართა ჩვენ წერილობით და ის მომდევნო სასესიო კვირაში, 27 მაისს წარდგება პარლამენტის წინაშე კოვიდ-19-ის ინფექციასთან და მის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშით, სადაც ვიმსჯელებთ უკვე შესრულებულ სამუშაოზე და ასევე სამომავლო გეგმებზე, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს. რასაკვვირველია, პრემიერ-მინისტრი შემდეგშიც მორძანდება პარლამენტში, მას ასევე ივნისში აქვს წლიური ანგარიში, რომელიც არა მხოლოდ კოვიდ -19-ის ინფექციით შემოიფარგლება. ასე რომ წინ საინტერესო სამუშაო გველის. შესაძლოა, საგაზაფხულო სესია გაგვიგრძელდეს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics