19:46 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 11:24:37, 1123 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი - პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ჩარჩოზე, რათა გარკვეული შეზღუდვები შენარჩუნდეს

პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ჩარჩოზე, რათა გარკვეული შეზღუდვები შენარჩუნდეს, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერი იმედოვნებს, რომ შენარჩუნდება გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის.

„ჩვენი მთავრობის ძირითადი მიზანი და დევიზი გახლავთ ის, რომ ეს გამოწვევა, ეს კრიზისი გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში, ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების შემდგომი წარმატების მისაღწევად. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ამ შემთხვევაში ჩვენი ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია იმაზე, როგორც დავიცავთ წესებს, ელემენტარულ წესებს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, შევაფერხოთ და ვმართოთ ვირუსის განვითარების ტემპი. ამიტომ საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც გვჭირდება ამ შეზღუდვების შესანარჩუნებლად, ამ შეზღუდვების უფრო ეფექტურად ასამუშავებლად, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ საგანგებო მდგომარეობის გარეშე, ჩვენ ამ თხოვნით მივმართეთ პარლამენტს, ეს მუშაობა ახლა მიმდინარეობს და იმედია, გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, იქნება შენარჩუნებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics