|
2020-05-21 10:44:16, 1075 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე - უფლებათა შეზღუდვა, მათ შორის მაგალითად ეკონომიკური საქმიანობის, კონსტიტუციით შეიძლება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობას ადამიანის უფლებების შეზღუდვა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებშია შესაძლებელი. მისი აზრით, მთავრობის ხელში იქნება რეპრესიების განუსაზღვრელი ინსტრუმენტი, თუ შეზღუდვებს საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესებენ. „მთავრობას ხელში ვუგდებთ განუსაზღვრელ რეპრესიულ ინსტრუმენტებს, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს ძალიან ბოროტად. გარდა ამისა კანონპროექტის ერთი ნაწილი არის არაკონსტიტუციური. იზღუდება ადამიანის უფლებები და ძალიან ბევრი შეზღუდვა, მათ შორის მაგალითად ეკონომიკური საქმიანობის, მათ შორის შრომის უფლების და ა.შ საქართველოს კონსტიტუციით შეიძლება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში“, - განაცხადა გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. აღსანიშნავია ისიც, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, ხოლო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და მხარდაჭერასაც არ აპირებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)