|
2020-05-20 10:11:05, 1188 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე მმართველ გუნდზე - ეგონათ, რომ თუ აღშფოთებულები შეხვდებოდნენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ეს ჩაეთვლებოდათ პოლიტიკურ პიარში
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება წინასწარ შეატყობინა თალაკვაძეს, გახარიასა და ივანიშვილს. გოცირიძის განცხადებით, მმართველ გუნდს ეგონა, რომ თუ ასე აღშფოთებულები შეხვდებოდნენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ეს ჩაეთვლებოდათ პოლიტიკურ პიარში. „მათ ეგონათ, რომ რაღაც ჭკვიანურს იტყოდნენ და თუ აი ასე აღშფოთებულები შეხვდებოდნენ პრეზიდენტის მიერ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ეს რაღაც ჩაეთვლებოდათ მოსახლეობის მოტყუებასა და პოლიტიკურ პიარში. სინამდვილეში წამოარტყეს ყურეში „ქართული ოცნებას“, ივანიშვილს და უთხრეს, რომ ახლა თუ არ გამოუშვებ პოლიტპატიმრებს, შენი გზა იქითაა, სადაც ცივილიზებული სამყარო დიქტატორებს მიერეკება ხოლმე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)