05:13 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 09:48:23, 1233 ნახვა

პოლიტიკა
ადამ კინზინგერი პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას მიესალმება და 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ელოდება

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას მიესალმება და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებას ელოდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

„კონგრესმენს ეს ამბავი ახარებს და მოელის, რომ ამ შეთანხმების შესრულებას იხილავს. ის მილოცვას უგზავნის ჩვენს საელჩოს შეთანხმების განხორციელებაში მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის", - ნათქვამია კინზინგერის ოფისის განცხადებაში.

ადამ კინზინგერი გასულ კვირას გამოეხმაურა გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას.

„მივესალმებით დღეს ბატონი ოქრუაშვილის და ბატონი უგულავს შეწყალებასა და ციხიდან გათავისუფლებას“, - განაცხადა კონგრესმენმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics