05:13 - 02 Aug, 2026
|
2020-05-18 17:20:19, 1195 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა გორის მაჟორიტარი იყოს
ერთმნიშვნელოვნად ვიქნები მაჟორიტარი, თუმცა სად, ამას მოგვიანებით გეტყვით, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ოქრუაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა გორის მაჟორიტარი იყოს. „ერთმნიშვნელოვნად ვიქნები მაჟორიტარი, ამაში დარწმუნებული ვარ. დიდი ალბათობით, პარტიები დამოუკიდებლად წარსდგებიან არჩევნებზე, მაგრამ ამ დამოუკიდებლობას აუცილებლად ექნება საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმების სტრატეგია. აუცილებლად, ერთმნიშვნელოვნად ვიქნები მაჟორიტარი, მაგრამ სად, ამას მოგვიანებით გეტყვით. არ გამოვრიცხავ, რომ გორში ვიყო, თუმცა დარწმუნებული არ ვარ“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)