|
2020-05-17 22:46:20, 1539 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ლომჯარია - თბილისის მერიამ ანძა იმიტომ არ გაანათა რომ საზოგედოების ნაწილთან დაპირისპირებას მოერიდა
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მერიამ თბილისის ანძა ცისარტყელას ფერებში არ გაანათა, რადგან საზოგადოების ნაწილთან დაპირისპირებას მოერიდა. "ერიდებიან ამ თემის მხარდაჭერას. არის ცალკეული პოლიტიკოსების, მათ შორის მთავრობის წარმომადგებლების ჰომოფობიური განცხადებებიც, როგორც წესი, რადიკალურ განცხადებებს არ აკეთებენ. თუმცა, მხარდამჭერ, ცალსახა განცხადებებსა და ამის დემონსტრირებას თავს არიდებენ. ალბათ, ესეც იყო გადაწყვეტილების მიზეზი - მერია მოერიდა ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილთან დაპირისპირებას ან ხელახალი დისკუსიის წამოწევას", - განაცხადა ომბუდსმენმა. თბილისის ანძა 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს ცისარტყელის ფერებში არ განათდება. როგორც თბილისის მერიაში ამბობენ, “17-18 მაისის განათებაზე შემოსულია რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც – მეგობარი ქვეყნის წერილი”.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)