|
2020-05-17 15:32:41, 1559 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - ლგბტქ ადამიანებისადმი გენდერული ძალადობის მასშტაბები შემაშფოთებელია
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდეტურლი იდენტობის გამო ადამიანების უფლებების დარღვევა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. როგორც ომბუდსმენი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერს, ბოლო წლებში რადიკალური ჯგუფების გააქტიურება საგანგაშოა. ამასთანავე, ომბუდსმენი წერს, რომ უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად აფერხებს პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ გამოთქმული ჰომოფობიური შინაარსის მოსაზრებები, რაც საზოგადოებაში ისედაც არსებულ უარყოფით წინასწარგანწყობებს აძლიერებს. „გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისადმი გენდერული ძალადობის მასშტაბები შემაშფოთებელია; მათ უფლებრივ მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს ის ფაქტი, რომ არსებული ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მექანიზმები არ ითვალისწინებს ლგბტ+ თემის წინაშე არსებულ სპეციფიურ პრობლემებსა და გამოწვევებს. ლგბტ+ თემის წევრებისთვის ყოველწლიურად უფრო რთული ხდება გამოხატვის და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობა. მათ მიერ საკუთარ უფლებებსა და ინტერესებზე ღიად საუბარს და საჯარო სივრცეებში შეკრების მცდელობას საზოგადოების ნაწილის მხრიდან აგრესიული გამოხმაურება მოჰყვება. განსაკუთრებით საგანგაშოა ბოლო წლებში რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების გააქტიურება, რომელთა ქმედებები თემის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალურ საფრთხეს უქმნის. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ აღნიშნულის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები, არასაკმარისია. უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად აფერხებს საჯარო პირების, მათ შორის, პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ გამოთქმული ჰომოფობიური და ტრანსფობიური შინაარსის მოსაზრებები, რაც თემის მეტად სტიგმატიზაციას ახდენს და საზოგადოებაში ისედაც არსებულ უარყოფით წინასწარგანწყობებს აძლიერებს. ვფიქრობ, რომ დღეს არის კრიტიკული მომენტი, როდესაც სახელმწიფომ უნდა გაიაზროს ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული პოლიტიკა და შეიმუშავოს კომპლექსური სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება ლგბტ+ პირთა წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტისაკენ. ამასთან, მნიშვნელოვანია შეიქმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებული გამოწვევების საპასუხოდ ქმედით ღონისძიებებს გაატარებს. საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პირობებში ლგბტ+ პირთა უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესწავლას”, - აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)