|
2020-05-15 20:16:43, 2044 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - პოლიტიკოსს, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება, იგი დამნაშავე პოლიტიკოსია
საქარათველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პოლიტიკოსს, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება. მისი თქმით, შეწყალება არ ნიშნავს სასამართლო განაჩენის გადასინჯვას, რადგან დამნაშავე დამნაშავედ რჩება და დანაშაულისგან არ თავისუფლდება. „ წინა ხელისუფლების მიერ ასეულობით პოლიტპატიმრებით ციხეების გადავსების მაგივრად, დღეს საბედნიეროდ, ვცხოვრობთ დემოკრატიულ საქართველოში. გასაგები რომ იყოს, პოლიტიკოსს, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება. იგი მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია. ამ თემით სპეკულირება ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება. ამდენად, სრულიად მიუღებელია და უნდა დასრულდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტს გამოსცემს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)